ახალი ამბები უკრაინის ომი

“რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების კოქტეილი გვჭირდება” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს მიმართა.

როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები სჭირდება.

“ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და სანქციების კოქტეილი, რომელიც დაგვამახსოვრდება როგორც მოლოტოვის კოქტეილები.

კიდევ რამდენ ხანს შეუძლია ევროპას უგულებელყოს რუსეთიდან ნავთობის ემბარგოს დაწესების აუცილებლობა? გთხოვთ, ეს კითხვა ხმამაღლა დასვათ ევროკავშირში ყველას წინაშე, რათა საჭირო გამოსავალი საბოლოოდ გამოჩნდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

იტვირთბა....