ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

რუსეთი “ქართული ლეგიონის” მეთაურის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინაში “ქართული ლეგიონის” მეთაურის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებენ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მამუკა მამულაშვილს, “ომის დანაშაულებების ჩადენის” ბრალდებას უყენებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა ლეგიონმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შედის, უკანონო ქმედებები ჩაიდინა რუსი სამხედროების წინააღმდეგ.

“გარდა ამისა, მამულაშვილმა გააკეთა საჯარო განცხადებები, რომ შემდგომში მოკლავს და აწამებს რუსეთის ფედერაციის სამხედროებს”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....