ახალი ამბები უკრაინის ომი

“სამხედრო დამნაშავეების ადგილი არ არის გაერო-ში” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთს წევრობა შეუჩერეს. სამხედრო დამნაშავეების ადგილი არ არის გაერო-ში, იმ ორგანოში, სადაც ადამიანის უფლებებს იცავენ. მადლობა ყველა ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას და ისტორიის სწორი მხარე აირჩიეს”, – წერს დმიტრო კულება “ტვიტერის” გვერდზე.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.

რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.

იტვირთბა....