გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.
რუსეთის წევრობის შეჩერების შესახებ რეზოლუცია 93 მომხრე ხმით 24-ის წინააღმდეგ მიიღეს.
რეზოლუციის მხარდამჭერთა შორის იყო საქართველო.
58-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.