ახალი ამბები კულტურა მთავარი სამართალი

ყვავილების ქვეყანა: „მუსიკა ჩემით დავწერე, აღმოჩნდა, რომ მელოდიას დაემთხვა“

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ სიმღერა „ყვავილების ქვეყნის“ მიმთვისებელი და თვითგამოცხადებული კომპოზიტორი მანუკ ხაჩატრიანი აცხადებს:
,,ეს მუსიკა ჩემით დავწერე, აღმოჩნდა, რომ მისამღერი ქართულ სიმღერის მელოდიას დაემთხვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა. არავისი მუსიკა არ მომიპარავს არც აქამდე და არც ახლა. ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა, გარწმუნებთ, მთელი სიმღერის მელოდია დავწერე. აქამდე არც მომისმენია ეს ქართული სიმღერა. ჩვენ მსგავსებები ნებისმიერ სიმღერაში შეიძლება ვიპოვოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმღერა კოპირებულია.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ინტუიციით შექმნილი მელოდია, ტექსტი სერობმა დაწერა, ხოლო მუსიკა და არანჟირება მე გავაკეთე. რაც შეეხება “ევროვიზიას”, ეს თქვენი ჟურნალისტების მოგონილია!
ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა თქვენი სიმღერა არ მომიპარავს და ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა“,-განაცხადა მანუკ ხაჩატრიანმა
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სომხური ვიდეორგოლი, სადაც სომხურ ენაზე შესრულებულ სიმღერაში გამოყენებულია ქართული მუსიკალური კულტურის ნიმუშის, სიმღერის “ყვავილების ქვეყანის” მელოდია. მელოდიაზე მინიშნებულია, რომ მუსიკა მანუკ ხაჩატრიანს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, სიმღერა ევროვიზიაზე უნდა შესრულებულიყო.

https://www.youtube.com/watch?v=FEvVo7m0pdk&feature=youtu.be

იტვირთბა....