აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი აცხადებს, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს

ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ივეტ კუპერმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ივეტ კუპერი აცხადებს, რომ უკიდურესად შეშფოთებულია ლიბანში „ისრაელის დარტყმების ესკალაციით“ და აღნიშნავს, რომ ქვეყანა სასწრაფოდ უნდა ჩაერთოს აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობით შეთანხმებაში.

მისივე თქმით, ეს სწორი ნაბიჯი იქნება, როგორც ისრაელის უსაფრთხოებისთვის, ასევე „რეგიონის უფრო ფართო უსაფრთხოებისთვის“.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ირანს ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისკენ მოუწოდა.

იტვირთბა....