აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს” – უკრაინის საელჩო

უკრაინის საელჩო საქართველოში 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის.

ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდება, როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო”. – წერია უკრაინის საელჩოს განცხადებაში.

დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.

იტვირთბა....