ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პუტინმა დიანა ღურწკაიას სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა ქართული წარმოშობის მომღერალს, დიანა ღურწკაიას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაშია ნახსენები, რომლის შინაარსისც ვებ-გვერდზე Pensnews.ru გავრცელდა.

“ცნობილია, რომ დიანა ღურწკაია 1978 წლის 2 ივლისს, აფხაზეთის ქალაქ სოხუმში დაიბადა. მან გნესინის სახელობის სასწავლებელი დაამთავრა, 2000 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი Ты здесь. ის თანამშრომლობდა მომღერალ იგორ ნიკოლაევთან და კომპოზიტორ იგორ კრუტოისთან”, – ნათქვამია ტექსტში.

დიანა ღურწკაიასთან ერთად, რუსეთის სახლხო არტისტის წოდება მიენიჭა სტას მიხაილოვასაც. როგორც ბრძანებულებაშია აღნიშნული, მათ ეს წოდება “საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის” მიენიჭათ.

დიანა ღურწკაიას 2006 წელს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდებაც აქვს მიღებული.

 

 

იტვირთბა....