ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა – ეს უკრაინის დასჯის აქტია

[su_quote]უკრაინის მიერ მიღებული ზიანი, სამწუხაროდ, უმძიმესია. უკრაინის მოსახლეობას მიადგა უმძიმესი ზიანი. რა თქმა უნდა, ის, რაც ხორციელდება სამხედრო აგრესიის სახით რუსეთის მხრიდან უკრაინელების და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, არის დასჯის აქტი. აქ ჩვენ მოვისმინეთ უამრავი სპეკულაცია. სასჯელი შეიძლება იყოს სამართლიანიც და უსამართლოც. ვერავითარი უარყოფითი კონტექსტი ვერ მიეცემა იმ ფრაზას, რომელიც წარმოთქვა პრემიერმა. რა თქმა უნდა, აქ საუბარია უკრაინის დასჯაზე რუსული სამხედრო აგრესიის სახით, რასაც არ აქვს არანაირი გამართლება[/su_quote]

განაცხადა ბრიფინგზე “ართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ამ ომით უკრაინა დაიჩაგრებოდა, დაისჯებოდა”.

იტვირთბა....