[su_quote]უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის არის უაღრესად შემაშფოთებელი. ოთხი ათასზე მეტი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის.
ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს პროცესი გრძელდება. ამის შემჩერებელი სამწუხაროდ, ჯერჯერობით არავინ არის. მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინის მიმართ.
ჩვენ 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გავგზავნეთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. ჩვენი დიდი სურვილია, ოცნებაა, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.