ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

იან კელი ღარიბაშვილზე: მისი პოლიტიკა დაფუძნებულია შიშზე და არა პრინციპებზე

პოლიტიკა დაფუძნებული შიშზე და არა პრინციპებზე, – ასე მიმართა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომით დაისაჯა.

“პოლიტიკა დაფუძნებული შიშზე და არა პრინციპებზე. მისი ქვეყნის 2/3-ს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. ეს პოზიცია არ წარმოადგენს არც დასავლეთის ღირებულებებს და არც მისი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა კელიმ.

ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზა – “უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის არის უაღრესად შემაშფოთებელი. ოთხი ათასზე მეტი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთანაა გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის”.

იტვირთბა....