უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საწყობს უკრაინულმა ავიაციამ შეუტია.
როგორც გამოცემა Reuters წერს, კულება აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
“არ შემიძლია დავადასტურო, ან უარვყო მტიკცება, რომ ამაში უკრაინა მონაწილეობდა, რადგან მე არ ვფლობ სრულად სამხედრო ინფორმაციას”, – აცხადებს კულება.
შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში Белгороднефтепродукт-ის ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, დღეს დილით გავრცელდა. რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.
“ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი შვეულმფრენის საჰაერო დარტყმის შედეგად გაჩნდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შემოვიდნენ. მსხვერპლი არ არის, დაშავებულია საწყობის ორი თანამშრომელი“, – დაწერა მან Telegram-ზე
ადგილზე ხანძარი ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული.