რუსეთის ქალაქ ბელგოროდში Белгороднефтепродукт-ის ნავთობის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საწყობს უკრაინული შვეულმფრენებიდან ესროლეს. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საწყობის ორი თანამშრომელი დაშავდა.
“ნავთობის საცავში ხანძარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი შვეულმფრენის საჰაერო დარტყმის შედეგად გაჩნდა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შემოვიდნენ. მსხვერპლი არ არის, დაშავებულია საწყობის ორი თანამშრომელი“, – დაწერა მან Telegram-ზე