უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების მონაწილეებს ურჩევს, შეხვედრებზე განსაკუთრებული სიფთხილე გამოიჩინონ.
“ნურაფერს დალევთ, შეჭამთ და ნუ შეეხებით ზედაპირებს” – მიმართა მან მოლაპარაკებების წევრებს.
შეგახსენებთ, გუშინ Sky News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 3 მარტს, კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ, კიევის დელეგაციის ორ წევრსა და რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის მოლაოპარაკებების მორიგი სტამბოლში ახლა მიმდინარეობს. მას უკრაინის დელეგაცია, რუსული მხარე და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრებიან.