რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ, მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.
ინფორმაციას “სქაი ნიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რომან აბრამოვიჩსა და დელეგაციის წევრებს აღენიშნებოდათ “ქიმიური იარაღის” მოწამვლის სიმპტომები.
აღნიშნულის შესახებ წერს independent -იც.
გამოცემის ცნობით, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციას შორის 3 მარტს, კიევში შედგა.
მოლაპარაკების მონაწილეებს მსგავსი სიმპტომები: თვალების სიწითლე, კანის აქერცლვა სახესა და ხელებზე და მტკივნეული ცრემლდენა გამოუვლინდათ.
მოწამვლის შესახებ წერს, Wall Street Journal -იც.
გამოცემის ინფორმაციით, აბრამოვიჩისა და უკრაინის წარმომადგენლების მდგომარეობა გაუმჯობესდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.