ახალი ამბები მსოფლიო სამხდრო

ექსპერტმა მთიან ყარაბაღში დაძაბულობის მთავარი მიზეზი განმარტა

ყარაბაღში დაძაბულობის მთავარი მიზეზი სომხეთთან ერთად, არის დროებით განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, – უცხოური მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, ადალათ ვერდიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, 16 თვის წინ ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის პირობები, სომხეთის მიერ დროულად რომ შესრულებულიყო და რუსულ მხარეს სრულად განეხორციელებინა კონტროლი ამ პროცესების განხორციელებაზე, დღეს სომეხ მებრძოლებს ყარაბაღში ვერ ვიხილავდით.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ყარაბაღში დროებით დისლოცირებული რუსი სამშვიდობოების „ორმაგი თამაშები“ დასასრულს უახლოვდება.

„ამჟამად ჩვენი არმია განაგრძობს გადანაწილებას. როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამმხრივი განცხადების პირობები ან არ წაიკითხა, ან არ უნდა გაეცნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაინახავდნენ, რომ მეოთხე პუნქტში ნათლად არის მითითებული სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის ვადა.

თუ რუსეთს სჯერა, რომ მას შეუძლია უკრაინის ტერიტორიაზე ფაშისტების ან ნაცისტების ძებნა, მაშინ მან უნდა აღიაროს იგივე უფლება აზერბაიჯანის განუყოფელ ტერიტორიაზე – ყარაბაღში. შემოსული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, სომეხი ბოევიკები ყარაბაღის ტერიტორიაზე უფრო მასშტაბურ პროვოკაციებს ამზადებენ.

ამას მოწმობს აგრეთვე „საომარი მდგომარეობის გამოცხადება“, ე.წ. სეპარატისტული სტრუქტურის ხელმძღვანელობის მიერ. თუ დროებით განლაგებული რუსი სამშვიდობოები, არ გაიყვანენ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, მაშინ ჩვენი ქვეყანა იძულებული იქნება ამ პროვოკაციებს უფრო ფართომასშტაბიანად უპასუხოს“, – დასძინა სამხედრო ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს სომხური არმიის ნარჩენების და არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების სრული გაყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

შეგახსენებთ, რომ თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

იტვირთბა....