თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, – შესაბამის განკარგულებას ხელი რეგიონის ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთიუნიანმა მოაწერა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში შევიდა.
სააგენტო ირწმუნება, რომ აზერბაიჯანმა უპილოტო საფრენი აპარატის “ბაირაქტარის” დახმარებით ოთხი დარტყმა განახორციელა ფურუხის დასახლებაში.
მომხდარის შესახებ რუსულ მხარეს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ აცნობა. მათ აზერბაიჯანის არმიის გადაადგილების შესახებ მოხსენება წარადგინეს და რეგიონში რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდა მოითხოვეს.
მოსკოვმა ბაქოს ჯარების გაყვანისკენ, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნაწყენია რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტის “ცალმხრივი განცხადების” გამო. ბაქოს ცნობით, 26 მარტის დილით სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ დივერსიის განხორციელებას ცდილობდნენ.
https://twitter.com/MID_RF/status/1507780424914948098?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1507780424914948098%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fwww.svoboda.org%2Fa%2Fv-nagornom-karabahe-vvedeno-voennoe-polozhenie%2F31772151.html