ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოლონეთში ბაიდენის, კულებას და რეზნიკოვის შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს შეხვდა.

ბაიდენი იმ შეხვედრაზე მივიდა, რომელიც უკრაინელ მინისტრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნ ენტონი ბლინკენსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის იმართებოდა.

ამის შემდეგ, ბაიდენმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან შეხვედრაზე გადაინაცვლა.

აშშ-ს პრეზიდენტი პოლონეთში 25 მარტს ჩავიდა. მანამდე ის ბრიუსელში გამართულ სამიტებზე, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) სამიტზე იმყოფებოდა.

იტვირთბა....