უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრამ უკრაინულ მხარეს “ფრთხილი ოპრიმიზმის” საბაბი მისცა.
რეზნიკოვის თმით, მხარეებმა უკრაინის არმიის საჭიროებები განიხილეს.
“ჩემი და დიმიტრი კულებას შეხვედრას შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლიკნეკთან ფრთხილი ოპტიმიზმით ვაფასებ. განვიხილეთ უკრაინის არმიის გადაუდებელი საჭიროებები. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინამ მთელი სამყარო შთააგონა. გამამხნევებელი სიტყვებია. ჩვენ ვცხოვრობთ “უკრაინოცენტრიზმის” ეპოქაში, მაგრამ საერთო მტერს ერთად ვუპირისპირდებით”, – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენი დღეს პოლონეთში იმ შეხვედრაზე მივიდა, რომელიც უკრაინელ მინისტრებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნ ენტონი ბლინკენსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის იმართებოდა.