ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

დათა თუთაშხიას ჰქონდა კონსპირაციული წესი: “როგორ შეიძლება დარჩე ყოველთვის ცოცხალი” – არესტოვიჩი

დათა თუ­თაშ­ხი­ას ჰქონ­და კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი წესი, ის ჟღერ­და ასე: “თუ და­გი­ნიშ­ნეს შეხ­ვედ­რა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვი­ან. ასე ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ცო­ცხა­ლი”, – უკრაინის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ვიდეომიმართვაში, ციტატა ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან “დათა თუთაშხია” მოიყვანა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში სწორედ ეს მიდგომა უნდა გამოიყენონ.

“ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, პრობ­ლე­მა უნდა მი­ი­ღო. ამი­ტომ მი­წევს, მოგ­მარ­თოთ და გი­თხრათ, თუ რა რო­გორ უნდა იყოს. იყო ქარ­თუ­ლი ეპო­სის ასე­თი ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და და­წყევ­ლილ ცა­რიზმს. მას დათა თუ­თაშ­ხი­ას ეძახ­დნენ, თა­ვის დრო­ზე, ძველ კარგ დროს, კარ­გი სე­რი­ა­ლიც იყო.

დათა თუ­თაშ­ხი­ას ჰქონ­და კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი წესი, ის ჟღერ­და ასე: თუ და­გი­ნიშ­ნეს შეხ­ვედ­რა, მიდი ან ერთი დღით ადრე, ან ერთი დღით გვი­ან. ერთი დღით გვი­ან, ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ცო­ცხა­ლი. ზუს­ტად ეს წესი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვენს პო­ზი­ცი­ებ­თან თუ რუ­სე­ბის მიერ ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბი­სა თუ პო­ზი­ცი­ე­ბის და­ბომბვის შე­დე­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მეს­მის, რომ ყვე­ლას უნდა გა­და­ი­ღოს ფოტო და თქვას, – ნა­ხეთ, და­ე­ცა, აფეთ­ქდა, ღმერ­თო, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, მაგ­რამ ამით მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს საქ­მეს უმარ­ტი­ვებთ”, – აცხადებს არესტოვიჩი.

იტვირთბა....