ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ბაიდენი ამ კვირაში ეწვევა ბრიუსელს, რათა ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების საკითხები განიხილოს.
”ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე რაუნდზე,” – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების წინა ოთხმა რაუნდმა არ შეცვალა კრემლის კურსი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასასრულებლად, რაც დასავლეთს აიძულებს კიდევ უფრო ძლიერი ნაბიჯების გადადგმას რუსების წინააღმდეგ.
თეთრმა სახლმა მანამდე გამოაცხადა შეზღუდვების ახალი პაკეტი და აღნიშნა, რომ სანქციების სია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდებოდა, თუ მოსკოვი არ დათმობდა თავის მტაცებლურ მიზნებს.
მანამდე აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვეს რუსულ ნავთობზე, მაგრამ ევროკავშირმა ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა.
ამავდროულად, ევროკომისიამ შეიმუშავა გეგმა რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ეტაპობრივი გამორიცხვის შესახებ 2030 წლამდე.
უცხოური მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში სასწრაფოდ გამგზავრებას გეგმავს.

