ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბორის ჯონსონი კიევში სასწრაფოდ გამგზავრებას გეგმავს – მედია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის დედაქალაქში, კიევში სასწრაფოდ გამგზავრებას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირადად შეხვედრას აპირებს.

Daily Mail- ის ცნობით , ამ გზით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აპირებს უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას რუსეთთან ომში. 

ამავდროულად, მან სთხოვა ოფიციალურ პირებს, გამოიკვლიონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა და ღირებულება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკმაოდ რთული იქნება, ჯონსონს გამგზავრება მაინც სურს.

“უსაფრთხოების მოსაზრებების გარდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, საკითხავია არის თუ არა რაიმე დამატებითი, რისი მიღწევაც შესაძლებელია ქვეყანაში პირადად ვიზიტით, თუ ეს იქნება მხოლოდ სოლიდარობის გამოხატვა. საკითხავია არის თუ არა ეს თავისთავად საკმარისი მიზანი” , – აცხადებს წყარო.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიევის ერთ-ერთი უბნის ღამის დაბომბვამ აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნებოდა პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მისი ვიზიტის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მარიუპოლს კაპიტულაციისკენ მოუწოდა, თუმცა ქალაქი არ ნებდება და ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს.

იტვირთბა....