ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

აშშ უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის, თუმცა NATO-ს სხვა ქვეყნებს ეს შეუძლიათ – ლინდა გრინფელდი

აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას-გრინფელდი უკრაინაში გაერო-ს სამშვიდობო კონტიგენტში ამერიკული ჯარების მონაწილეობას ნაკლებად სავარაუდოს მიიჩნევს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი ავრცელებს .

როგორც მედია წერს, პოლონეთში ვიზიტისას, ამერიკის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასთან ერთად უკრაინაში  სამშვიდობოების შეყვანის საკითხს განიხილავს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინაში ჯარების შეყვანის საკითხი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მხარს დაუჭერენ NATO-ს მოკავშირეებს, რომლებიც მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას.

უცხოური მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში სასწრაფოდ გამგზავრებას გეგმავს.

იტვირთბა....