WSJ-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც კიევი ვერ დაიპყრო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებულია შეცვალოს ტაქტიკა უკრაინასთან ომში და გადადის „მთავარი ტერიტორიული მიზნების დაცვის“ სტრატეგიაზე, ეძებს შესაბამის ბერკეტებს, რათა აიძულოს უკრაინას ტერიტორიების დათმობა.
როგორც მედია იუწყება, აღნიშნულის შესახებ მას აშშ-ის მაღალჩინოსნებმა განუცხადეს.
გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა დაცვამ აიძულა პუტინი შეეცვალა თავისი ტაქტიკა.
ახლა რუსეთის პრეზიდენტს სურს აიძულოს კიევი დაეთანხმოს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე. ამრიგად, რუსეთს სურს შექმნას „სახმელეთო დერეფანი“ ქვეყნის დასავლეთსა და 2014 წელს ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოვოს კონტროლი დონბასზე.
ამავდროულად, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, კერძოდ ქალაქების დაბომბვას, იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში შესვლის იმედები და დაეთანხმოს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს.
თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ, აშშ-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორია და გააგრძელოს ესკალაცია.
”ჩვენი სამხედრო შეფასებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პუტინი უბრუნდება ბლოკადის ტაქტიკას”, – თქვა აშშ-ის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ალყაში მოქცეული ქალაქების მოქალაქეებისთვის ეს ნიშნავს რუსეთის არმიის მიერ სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს კვირებს და შესაძლოა თვეებს.
აშშ ეჭვობს, რომ პუტინი ვერ შეძლებს კიევის აღებას უკრაინული საზოგადოების ისეთი წინააღმდეგობით, როგორიც არის ახლა, თუ საკმარის ჯარს არ შეკრებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის სტრატეგიის ინტერპრეტაცია არ არის სადაზვერვო საზოგადოების ოფიციალური შეფასების შედეგი, არამედ მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე ზოგიერთი ოფიციალური პირის თვალსაზრისი. ისინი არ იძლევიან გარანტიას, რომ ეს სტრატეგია აუცილებლად იმუშავებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დენიელ ფრიდმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი უკრაინის ხელში ჩაგდების შესახებ არ შეცვლილა, „მხოლოდ მისი ტაქტიკა შეიცვალა“.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქი მარიუპოლი EU-ს უკანასკნელმა დიპლომატმაც დატოვა.
როგორც მარიუპოლის სამხედრო მცველები აცხადებენ, დანებებას არ აპირებენ და ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლებენ.

