ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რაც ვნახე, იმედია არავინ არასდროს ნახავს” -მარიუპოლი EU-ს უკანასკნელმა დიპლომატმაც დატოვა

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი უკანასკნელმა ევროკავშირის დიპლომატმა დატოვა.

როგორც ბერძენი მანოლის ანდრიულაკისი აცხადებს, მარიუპოლი იქნება იმ ქალაქების სიაში, რომელიც ომმა მთლიანად გაანადგურა.

“რაც ვნახე, იმედია არავინ არასდროს ნახავს… ადამიანები, ვინც იქ დარჩნენ გმირები არიან. მარიუპოლი შეემატება იმ ქალაქების სიას, რომელიც ომის შემდეგ მთლიანად განადგურდა. ეს არის გერნიკა, კოვენტრი, ალეპო, გროზნო, ვოლგოგრადი”, – აცხადებს ევროკავშირის დიპლომატი, მანოლის ანდრიულაკისი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მარიუპოლს კაპიტულაციისკენ მოუწოდა, თუმცა ქალაქი არ ნებდება და ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს.

იტვირთბა....