[su_quote]მეორედ დამემართა ცხოვრებაში. პირველად – აფხაზეთის ომის დროს ჩემს უმცროს მეგობარ მიროტაზე. და დღეს. გუშინ ამიტანა წინათგრძნობამ, ვერ მოვისვენე, დღეს დილით ხუთის ნახევარზე მივწერე – გთხოვ, ერთი სიტყვა, რომ კარგად ხარ. მაგრამ…. დილით საერთო მეგობარმა რომ დარეკა ფრონტიდან, პირველ ზარზე არ ავიღე. ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა და არ მინდოდა გაგონება. მეორე ზარზე – რაღა გზა იყო. ავიღე, ვკითხე – ბახვა? ხოო. ჩვენი უმაგრესი, უვაჟკაცესი, უკარგესი ბიჭი. სამი კვირა 24 საათი სულ ბრძოლაში იყო. მანამდე – 2014 წლიდან სულ მარიუპოლში. მანამდე – სულ ჩვენი ქვეყნის სამსახურში, სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური. მერე – ნაძირალა ქოცებისგან დევნილი, შეთითხნილი ბრალდებით დაკავებული, იძულებით გათავისუფლებული, მუდმივ წნეხში მყოფი ოჯახით, მიგზავნებით – ჩამოვიდეს, იქ ნუ ომობს. ვერც ხვდებოდნენ, რანაირ ბიჭზე იყო საუბარი. ბახვა ჩიქობავა აღარ არის, მაგრამ, ის სულ იქნება, სულ, ჩვენს გულებში, თავის შვილებში, შვილიშვილებში, მადლიერ უკრაინელებში, ქართველებში. ის საქართველოს მეომარი იყო. პატივი მივაგოთ მას[/su_quote]
ამის შესახებ მარიუპოლში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეგობარი, პოლიტიკოსი გივი თარგამაძე Facebook-ზე წერს.
ქართველი სამხედროს, ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. გუშინ, 18 მარტს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველი, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი ემსხვერპლა.