უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
არსებული ცნობით, ქართველი მებრძოლი ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.
შეგახსენებთ, გუშინ, 18 მარტს რუს ოკუპანტებთან შეტაკებისას კიდევ ორი ქართველი მოხალისე, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი დაიღუპნენ.