“ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი კითხვებს აჩენს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი წერს.
მისი თქმით, ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალწარმოების კიდევ ერთი მაგალითია.
ოპოზიციური ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალწარმოებისა, რომელიც კითხვებს აჩენს. კანონის უზენაესობა, პროპორციულობა და გამოხატვის თავისუფლება თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს წარმოადგენს,” – წერს ანა ლიბერგი.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: “რუსული ოცნება”. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

