ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ტარუტა: კარგი ამბავი მარიუპოლიდან – თეატრის შენობაში მყოფები დაბომბვას გადაურჩნენ

უკრაინელი დეპუტატის, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის ბომბსაფარმა დაბომბვას გაუძლო და შინგნით მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, წინასწარი ინფორმაციით, უვნებლად გადარჩა. ამის შესახებ ტარუტა Facebook-ზე წერს.

“გაურკვევლობაში ყოფნის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღეს როგორც იქნა, კარგი ამბავი მარიუპოლიდან! ბომბსაფარმა გაძლო. შენობის ნანგრევების დემონტაჟი დაიწყო, იქედან ცოცხლად გადარჩენილი ხალხი გამოდის!”, – წერს ტარუტა.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატულ თეატრს ბომბები ესროლეს, რის შედეგადაც, მთლიანად ჩამოინგრა შენობის შუა ნაწილი. თეატრის შენობას ასობით ადამიანი, მათ შორის,ბავშვები აფარებდნენ თავს მას შემდეგ, რაც მტრის შეტევების შედეგად, მათი სახლები განადგურდა.

იტვირთბა....