რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს. ქალაქის საბჭოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ შენობას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები აფარებდნენ თავს. “დღეს, რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს მარიუპოლის ცენტრში მდებარე დრამატული თეატრის შენობა, სადაც ის მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს, რომლებსაც ოკუპანტებმა სახლები გაუნადგურეს”, – ნათქვამია მარიუპოლის საქალაქო საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. დაბომბვის შედეგად, მთლიანად ჩამოიშალა შენობის შუა ნაწილი, გაჩნდა ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტდება.
იტვირთბა....