ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: მოლაპარაკებებში მხარეების პოზიციები ბევრად უფრო რეალისტური გახდა

მოლაპარაკებებში მხარეების პოზიციები ბევრად უფრო რეალისტური გახდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო.

„ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ნებისმიერი ომი შეთანხმებით მთავრდება. შეხვედრები გრძელდება. როგორც მე ვიცი, მოლაპარაკებებში პოზიციები ბევრად უფრო რეალისტურად ჟღერს. თუმცა, ჯერ კიდევ დროა საჭირო, რომ გადაწყვეტილებები  უკრაინის ინტერესების სასარგებლოდ იქნას მიღებული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსული სამხედრო ძალები ბომბავს და ანადგურებს ძირითად ინფრასტრუქტურას, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ შენობებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაციაა გამოცხადებული.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერი კიევში მიიწვია და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსა და სხვა სამხედრო ლიდერების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გულისხმობს.

იტვირთბა....