პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები უკრაინაში მიემგზავრებიან, – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მათეუშ მორავიეცკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა.
ჩვენ იქ მივდივართ ევროკავშირთან შეთანხმებით და ვიზიტის შესახებ ინფორმირებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი,ასევე, ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაერო.
მსოფლიოსთვის ასეთ გარღვევის მომენტში, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ იქ, სადაც ისტორია იქმნება. იმიტომ, რომ ეს საქმე ჩვენ კი არა, ჩვენი შვილების მომავალს ეხება, რომლებიც იმსახურებენ ცხოვრებას ტირანიისგან თავისუფალ სამყაროში
დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე შეიძლება ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დრო დადგეს”
14 წლის წინ ლეხ კაჩინსკიმ იგივე თქვა საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რუსეთის შემოჭრის დროს. მისმა სტუმრობამ მაშინ შეცვალა აღქმა ამ ომის შესახებ და დიდმა გამბედაობამ სული შემატა ქართველებს და ეს დღემდე ახსოვს მთელ მსოფლიოში”, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მათეუშ მორავიეცკი.
ბოლო ინფორმაციით, კიევზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბიოლოგიური იარაღი სხვისი დროშის ქვეშ.

