ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევში სარაკეტო თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა – არის მსხვერპლი

უკრაინის დედაქალაქში, კიევში რუსული ბომბი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქ კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველოს პრესმდივანი სვეტლანა ვოდოლაგა აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„დღეს დილით, დილის 4:22 საათიდან დილის 5:51 საათამდე, რუსული ბომბი მოხვდა ორ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სვიატოშინსკის რაიონში, ერთ კერძო სახლს ოსოკორკას რაიონში და მეორე მრავალსართულიან კორპუსს ქ. პოდოლსკის რაიონში. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით 2 გარდაცვლილის შესახებ, 35 ადამიანი გადარჩა, ერთი კი საავადმყოფოშია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....