ამერიკელი გენერალი, ბენ ჰოჯესი fox news-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსებს საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ამოწურვამდე დაახლოებით 10 დღე დარჩათ.
მისივე თქმით, საკმაოდ ცხადია, რომ რუსებს ბევრი ლოგისტიკური პრობლემები აქვთ.
“მათ საკმაოდ ბევრი ლოგისტიკური პრობლემები აქვთ…რუსებს, ვფიქრობ, დაახლოებით ათი დღე აშორებთ იმას, რასაც კულმინაციურ წერტილს უწოდებენ, როდესაც მათ უბრალოდ აღარ აქვთ საბრძოლო მასალა და არც ცოცხალი ძალა თავდასხმის გასაგრძელებლად “,- განაცხადა ჰოჯესმა.
ბოლო ინფორმაციით, კიევზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბიოლოგიური იარაღი სხვისი დროშის ქვეშ.

