[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’hTAUD9fPvCw’]
[su_quote]მინდა, მივმართო რუს ჯარისკაცებს – მათ, ვინც უკვე შემოვიდა ჩვენს მიწაზე და მათ, ვის გამოშვებასაც ახლა აპირებენ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსო წვევამდელებო, ყურადღებით მომისმინეთ; რუსო ოფიცრებო, თქვენ, უკვე ისედაც მიხვდით – უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ. დახოცავთ ხალხს, მაგრამ თქვენც მოკვდებით. ვიცი, რომ გინდათ, გადარჩეთ. თქვენი სატალეფონო საუბრების ჩანაწერებში გვესმის, რას ფიქრობთ სინამდვილეში ამ ომზე, ამ სირცხვილზე და თქვენს სახელმწიფოზე. არჩევანს გთავაზობთ. უკრაინელი ხალხის სახელით, გაძლევთ გადარჩენის შანსს. თუ ჩვენს ძალებს ჩაბარდებით, ისე მოგექცევით, როგორც ადამიანებს უნდა მოექცე – ღირსეულად. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გექცეოდნენ თქვენს არმიაში და როგორ ექცევა თქვენი არმია ჩვენსას. გააკეთეთ არჩვენი[/su_quote]
მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჯარისკაცებს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.