მადლობელი ვარ იმ ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა “პირველი არხის” სტუდიაში, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ის აღნიშნული წინადადებით, რუსეთის “პირველი არხის” რედაქტორის მარინა ოვსიანიკოვას პროტესტს გამოეხმაურა.
“მადლობელი ვარ იმ რუსების, ვინც არ წყვეტს სიმართლის გადმოცემას. მათ, ვინც ებრძვის დეზინფორმაციას და ეუბნება სიმართლეს, რეალურ ფაქტებს მეგობრებსა და ახლობლებს. და პირადად ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა “პირველი არხის” სტუდიაში. ვისაც არ ეშინია პროტესტის. სანამ თქვენი ქვეყანა მთლიანად არ ჩაიკეტა მთელი მსოფლიოსგან და ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა , თქვენ უნდა იბრძოლოთ. თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პირველ არხზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვება “ვრემიას” პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ჟურნალისტი სტუდიაში შეიჭრა.
მას ხელში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატი ეჭირა: “შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ”’.
ბოლო ინფორმაციით, ოვსიანიკოვა პროტესტის შემდეგ, მალევე დააკავეს და მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

