ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის პირველ არხზე, ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც მედია OVD-Info-ს უფლებადამცველთა ჯგუფის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ოვსიანიკოვა პროტესტის შემდეგ, მალევე დააკავეს და მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
მას შესაძლოა თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს რუსეთის ახლად შემოღებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც რუსი სამხედროების შესახებ ე.წ. „ყალბი ამბების“ გავრცელებას გულისხმობს.
აღნიშნული კანონის მიხედვით დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ოვსიანიკოვას ასევე შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა „სამოქალაქო არეულობის“ წახალისებისთვის და რუსებისთვის პროტესტისკენ მოწოდების გამო დაემუქროს.
ცნობისთვის, რუსეთის პირველ არხზე, მთავარი საინფორმაციო გამოშვება “ვრემიას” პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ჟურნალისტი სტუდიაში შეიჭრა.
მას ხელში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატი ეჭირა: “შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ”’.

