ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ომის დაწყებიდან, მარიუპოლში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მაიუპოლში რუსი ოკუპანტების თავდასხმებს 2187 ადამიანი ემსხვერპლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რუსებმა ქალაქში 100-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს.

“დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად ურტყამდნენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.

ყოველ დაბომბვას მოაქვს საშინელ ნგრევა და ართმევს მთავარს, რაც არის – მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს.  ზეციდან ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება მარიუპოლის 400 000 მაცხოვრებელს, რომლებიც ახლა ქალაქში არიან ბლოკირებული. ამიტომ, ნატოს უკრაინის ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემების მიწოდება არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ასიათასობით უდანაშაულო ადამიანი მთელ უკრაინაში“, – აღნიშნავს მარიუპოლის საქალაქო საბჭო.

ბოლო ცნობებით, მარიუპოლში საკვების და წყლის ბოლო მარაგი იწურება.

იტვირთბა....