ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

მარიუპოლში საკვების და წყლის ბოლო მარაგი იწურება – უკრაინული მედია

მარიუპოლში საკვების და წყლის ბოლო მარაგი იწურება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის საკრებულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ ოკუპანტები შეგნებულად ბომბავენ საცხოვრებელ ტერიტორიებს.

“მარიუპოლში ვითარება კვლავაც ძალიან მძიმეა – ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი, გათბობა, თითქმის არ არის მობილური კავშირი, იწურება საკვების და წყლის ბოლო მარაგი. სიტუაციას ძალიან ართულებს რუსი ოკუპანტების მუდმივი დაბომბვა. მტერი შეგნებულად ესვრის საცხოვრებელ უბნებს. დღეს რუსებმა განაგრძეს ქალაქის დაბომბვა თვითმფრინავებიდან. დაბომბეს საცხოვრებელი სექტორი ნახიმოვის გამზირისა და იტალიასკაიას ქუჩის კვეთაზე, ასევე იყო დარტყმები კინოთეატრ “სავონასთან”. არის ინფორმაცია მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის დაბომბვის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, მარიუპოლი ომის ნაიარევით, მაინც მედგრად ბოლომდე უძლებს ოკუპანტების თავდასხმებს.

იტვირთბა....