ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

თურქეთში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„ანტალიაში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის, თურქეთისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეწყვეტის შესახებ“, – წერს ის.

ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 10 მარტს ანტალიაში დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში თურქეთის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების სამმხრივი შეხვედრა გაიმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა.

იტვირთბა....