ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველომ აჩვენა, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს… ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა” – პრეზიდენტი

“საქართველომ აჩვენა, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს… ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა” – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას, ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....