ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა

ომის დაწყებიდან უკრაინაში 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 908 კი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს სადამკვირვებლო მისია აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 908 ადამიანი დაშავდა.

„2022 წლის 24 თებერვლის დილის 4:00 საათიდან, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმა უკრაინაზე, 2022 წლის 8 მარტის შუაღამემდე (ადგილობრივი დროით),  უკრაინაში დაფიქსირდა მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალების ან დაშავების 1424 შემთხვევა: 516 დაიღუპა და 908 დაშავდა.

კერძოდ, 516 გარდაცვლილი: 98 მამაკაცი, 60 ქალი, 9 ბიჭი და 5 გოგონა, ასევე 23 ბავშვი და 321 ზრდასრული, რომელთა სქესი ვერ დადგინდა.

908 დაჭრილს შორის: 78 მამაკაცი, 57 ქალი, 12 გოგონა და 4 ბიჭი, ასევე 34 ბავშვი და 723 ზრდასრული, რომელთა სქესი ვერ დადგინდა.

ამასთან, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 111 დაღუპული და 462 დაჭრილი დაფიქსირდა.

უკრაინის სხვა რეგიონებში (კიევი, ჩერკასი, ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, კიევი, მიკოლაივი, ოდესა, სუმი, ზაპოროჟიე და ჟიტომირის ოლქები) – 405 დაღუპული და 446 დაჭრილი.

დაფიქსირებული სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით ფართო მოქმედების ზონაში, მათ შორის მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით“, – ნათქვამია გაეროს ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....