ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ… მინდა, ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ” – პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს

“არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ… მინდა, ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოგიწოდოთ” – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

“მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....