ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის არმიამ კიევთან კონტრშეტევისას 5 რუსული ტანკი გაანადგურა – მედია

უკრაინის არმიამ კიევთან კონტრშეტევისას 5 რუსული ტანკი გაანადგურა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, კიევის დასავლეთ გარეუბანში საარტილერიო ბრძოლის ხმები მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა.

„ღამე საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო კიევთან. ჩვენ ხუთი რუსული ტანკი გავანადგურეთ.

დილით კიევში საარტილერიო ბრძოლები ისმოდა დასავლეთ გარეუბანში. ჩვენ გვესმის, რომ ახლა იქ ბრძოლები მიმდინარეობს. თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება“, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვადიმ დენისენკო.

ცნობისთვის, გუშინ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.

 

 

იტვირთბა....