ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რადას დეპუტატი უკრაინიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს

რადას დეპუტატი, ევგენი შევჩენკო უკრაინიდან გასვლის მცდელობისას დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე ცნობით, შევჩენკო უკრაინიდან პოლონეთში გამგზავრებას ცდილობდა – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის საზღვარზე დააკავა, მოგვიანებით კი კიევში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ახლა საომარი მდგომარეობაა შემოღებული, რაც ნიშნავს, რომ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს არ აქვთ ქვეყნიდან გასვლის უფლება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური შტაბი ოკუპანტების დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, დაიღუპა 12 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, განადგურდა 300-ზე მეტი ტანკი.

ცნობისთვის, პენტაგონი პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის MiG-29 თვითმფრინავების გადაცემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ძნელად მისაღწევი იქნება.

ამასთან, რუსული FSB-სთვის გამოყოფილი 5 მილიარდი დოლარი, რომელიც უკრაინაში დივერსიული ჯგუფების საქმიანობაზე უნდა დახარჯულიყო, მოიპარეს.

იტვირთბა....