ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი “რუსულ კანონს” არ ეთანხმება

“ქართულ ოცნებაში” ახალმა სკანდალმა იფეთქა – ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე მისივე გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს არ ეთანხმება. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ეს კანონი უცხო ქვეყნის ინტერესების “ლეგალიზებას ახდენს” და ამიტომ ის ქვეყნას არ სჭირდება. ფაქტია, ღარიბაშივილმა სხვა პოზიციით, თუმცა თქვა, რომ ეს კანონი ახლა ამ ქვეყნას არ სჭირდება.

“მეგობრები უნდა შევიძინოთ ევროპასა და ამერიკაში”- ეს იყო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სათქმელი.

“მე არ შევალ ამ კანონის შინაარსში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია დიალოგის გაგრძელება. მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის. დღეს რთული სიტუაციაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, რეგიონში როგორი ვითარებაა. უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი. ეს ყველაფერი ამძიმებს გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა”.

დაველოდოთ, მეგობრებო, ვეტოს დაძლევამდე დროა. ჩვენ დამშვიდება და სტაბილურობა გვჭირდება”.

რაც შეეხება ამ კანონს, ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, რომ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები”, – ამბობს ღარიბაშვილი.

იტვირთბა....