ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვირუსით ოთხი ადამიანია გარდაცვლილი

ბავშვთა კლინიკებში გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების ფონზე  პაციენტთა მიმართვიანობამ განსაკუთრებით იმატა. დადასტურებული ინფორმაციით, დღეში საშუალოდ  90-მდე პაციენტი მიჰყვათ, თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, მხოლოდ ნაწილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ საავადმყოფოებში გრიპის  ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობამ  კიდევ მოიმატოს, თუმცა ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის და გრიპის  ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა დაშვებულ ზღვარს არ აღემატება.

ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან სამი H1N1, ერთი კი H3N2-ის შტამის ვირუსით.

სპეციალისტების თქმით, დაავადებულთა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

იტვირთბა....