ევროკომისია დღეს წარადგენს გეგმას რუსული გაზის ეტაპობრივი გაუქმების შესახებ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსული გაზისგან დამოუკიდებლობა რამდენიმე წელიწადშია შესაძლებელი.
“გეგმა მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე უკვე მიმდინარე წელს და რამდენიმე წლის განმავლობაში საშუალებას მოგვცემს მთლიანად შევწყვიტოთ რუსეთიდან იმპორტი… ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია”, – განუცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანც ტიმერმანსმა ევროპარლამენტარებს.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსულ ნავთობს კვლავ აკრძალავს, რუსეთმა შესაძლოა გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი დაკეტოს.