ახალი ამბები ბიზნესი მსოფლიო უკრაინის ომი

BBC: რუსეთი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია იუწყება, რომ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი რუსულ ნავთობს კვლავ აკრძალავს, რუსეთმა შესაძლოა გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი დაკეტოს.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გლობალურ მიწოდებაზე “კატასტროფულ შედეგებს” და  ნავთობის ფასის ბარელზე 300 დოლარამდე გაორმაგებას გამოიწვევს.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად იკვლევდნენ პოტენციურ აკრძალვას, როგორც რუსეთის დასასჯელ საშუალებას უკრაინაში შეჭრისთვის.

მაგრამ გერმანიამ და ნიდერლანდებმა ორშაბათს უარყვეს ეს გეგმა. ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს და მიწოდების შეფერხების შემთხვევაში ალტერნატიული შემცვლელი არ ჰყავს.

ბ-ნმა ნოვოკმა თქვა, რომ რუსეთს აქვს საპასუხო მოქმედების სრული უფლება და მიუთითა გასულ თვეში გერმანიის გადაწყვეტილებაზე ორ ქვეყანას შორის მეორე Nord Stream მილსადენის სერტიფიცირების დაბლოკვის შესახებ.

 

იტვირთბა....