ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

სამი მოთხოვნა თუ შესრულდება, რუსეთი უკრაინაში ომს შეწყვეტს – პესკოვი

რუსეთს უკრაინაში ომის მომენტალური შეწყვეტისთვის სამი მოთხოვნა აქვს, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განმარტებით სამხედრო ინტერვენცია შეწყდება თუ:

  • უკრაინა წერილობით (კონსტიტუციაში) იტყვის უარს ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე
  • აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად.
  • და აღიარებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

პესკოვის თქმით, რუსეთმა განუცხადა უკრაინას, რომ მზად იყო, შეეჩერებინა სამხედრო ქმედება მომენტალურად, თუ კიევი შეასრულებდა პირობებს. კრემლის სპიკერი ამტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაზე შემდგომი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დღეს შედგება – დელეგაციები ბელარუსში ჩავიდნენ.

ცნობისთვის, რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლს შეწყვეტს, რათა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ევაკუაცია შეძლონ.

“ბიბისი” იუწყება, რომ რუსების მიერ გახსნილი დერეფნები, ხალხს ბელარუსში და რუსეთში უშვებს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ოდესასთან ახლოს, რუსული გემი ჩაძირეს.

იტვირთბა....